დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

სიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს – „პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის“ სერტიფიცირებულ დევნილებს, თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მათი პროფესიის შესაბამისი ხელსაწყოები და ტექნიკა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, გამოიკვეთა იმ პროფესიათა ჩამონათვალი, რომლის კურსდამთავრებულებსაც აქვთ თვითდასაქმების შესაძლებლობა. პროგრამის ფარგლებში შეირჩა 100 – ზე მეტი პროფესია, რომლის კურსდამთავრებულსაც აქვს შესაძლებლობა თვითდასაქმების გზით გაიჩინონ შემოსავლის წყარო. მიღებული გრანტის შედეგად, დევნილები აღარ იქნებიან დამოკიდებულნი დამსაქმებლებზე და შეძლებენ წამოიწყონ ან განავითარონ საკუთარი საქმიანობა.

გრანტის მოცულობა ერთ განმცხადებელზე 2000 ლარს შეადგენს.

პროგრამა არ ითვალისწინებს თანადაფინანსებას და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.

განაცხადების მიღება დღეიდან  დაიწყო და 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილმა, რომელსაც სურს რომ ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში, უნდა შეავსოს განაცხადი და ჩააბაროს სააგენტოში – მის: ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა ან გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე.

პროგრამას სააგენტო უკვე მესამე წელია წარმატებით ახორციელებს. დაფინანსება 100 – მდე დევნილმა მიიღო, რომელთა შემოსავალიც, გრანტის მიღების შემდგომ, ყოველთვიურად, 100 – დან 1000 ლარამდე გაიზარდა.

განაცხადის ფორმა და პროგრამა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *