სტუდენტთა დაფინანსება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა 40 იძულებით გადაადგილებულ პირისთვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა. მათ შორის კოლეჯის „ლაკადა“ სტუდენტებს.
პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა თავად შეარჩიეს სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ.
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო, დროთა განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული იყვნენ სახელმწიფო დახმარებაზე და უკვე თავად შექმნან სამუშაო ადგილები. ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და თვითდასაქმების წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პროექტის ფარგლებში, განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მასში მონაწილეობა დევნილებთან ერთად უკვე ეკომიგრანტებსაც შეეძლებათ და კიდევ 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *