არა ძალადობას!

20.06.2019

გაეროს უშიშროების საბჭოს პროექტის „ქალებზე მშვიდობის უსაფრთხოების“ საკითხებზე, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და მათ ოჯახის წევრებთან, გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე (როგორიცაა ტრეფიკინგი, ომის ნარჩენები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და უკანონო დაკავების საფრთხეები) შედგა შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სსიპ ადამიანთან ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და ზუგდიდის ოფისის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები .

შეხვედრა შედგა კითხვა – პასუხის რეჟიმში. დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის პრევენციის გზების შესახებ. აღნიშნულ იქნა, რომ ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია არა მარტო დაზარალებულს ან მოძალადეს, არამედ საზოგადოების ნებისმიერ წევრს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ სრული ანონიმურობა დაცული იქნება შესაბამისი სამსახურების მიერ, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ძალადობის ფაქტების შემცირებას.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *