ვაკანსია პოზიციაზე – ,,სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის კოორდინატორი“

სსიპ პროფესიული კოლეჯი ,,ლაკადა“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – ,,სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის კოორდინატორი“ 

თანამდებობრივი სარგო: 550 ლარი.
სამსახურის ადგილმდებარეობა: ჯვარი , ყაზბეგის ქ. №2
ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაო დღეები : ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით.

სამუშაოს მოცულობა : 09:00 საათიდან   18:00 საათამდე.

განაცხადის წარდგენის ვადა: 04/02/2019 -დან   14/02/2019 წ-მდე

 

მოთხოვნები: 

  • 2D ან 3D პროგრამაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • თანამედროვე დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის მაღალ დონეზე და ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნა.
  • ჯგუფური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა.

სასურველია:

  • ელექტროინჟინერიის საწყისების ცოდნა და ამ მიმართულებით მარტივი პროექტების შექმნის გამოცდილება ;

მოვალეობები:
• 2D და 3D ფაილების შესწორება, მომზადება.
• ფაბლაბში მოსული მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა
• სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობა
• ლაბორატორიის აპარატურის ამუშავება და დანადგარებზე მომხმარებლების მომსახურება.
• აპარატურის გაწმენდა-მოვლა;
• ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა / განხორციელება, რაც მიმართული იქნება ფაბლაბებში სტუდენტთა ჩართულობისკენ;
• ლაბორატორიის დანადგარებისა და იდეის შესახებ სტუდენტებისთვის პრეზენტაციისა და ტურის ჩატარება;
• პროფესიული სასწავლებლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელება ლაბორატორიის სასწავლო პროცესებში გამოსაყენებლად;
• ფაბლაბების ქსელთან კოორდინირებული მუშაობა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. CV (რეზიუმე);
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. პირადობის მოწმობის ასლი;
4. ცნობა მუშაობის გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია:

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად  შერჩეულ კანდიდატთან,  CV- ში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონი ან ელექტრონული ფოსტა) საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ კოლეჯის ადმინისტრაციას სამუშაო დღეებში (შაბათ-კვირის გარდა) 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი: ქ.ჯვარი. ყაზბეგის ქუჩა #2;

E-mail:teana@lakada.edu.ge
ტელ: 595 50 66 73

05.02.2019

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *