სამშენებლო მიმართულების დუალური პროფესიული განათლების გერმანელი ექსპერტის ბ-ნ გუიდო გერბერდინგის სამუშაო ვიზიტი კოლეჯში

 

2018 წლის 21-25 ნოემბერს სსიპ პროფესიულ კოლეჯში „ლაკადა“ სამუშაო კვირეულის ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდა სამშენებლო მიმართულების დუალური პროფესიული განათლების გერმანელი ექსპერტი გუიდო გერბერდინგი. ვიზიტი განხორციელდა SES პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და TPDC-ს.

ვიზიტის დროს ექსპერტი გაეცნო კოლეჯში მიმდინარე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, დაათვალიერა სასწავლო სახელოსნოები, ეწვია პოტენციურ დამსაქმებელთა სამშენებლო ობიექტებს. სამშენებლო მიმართულების პედაგოგებთან ჩაატარა სამუშაო შეხვედრები, სადაც ისაუბრა დუალური განათლების გერმანული მოდელის თავისებურებებზე. გაუზიარა გამოცდილება. ის ასევე ესწრებოდა კოლეჯის პედაგოგების მიერ განხორცილებულ პრაქტიკულ მეცადინეობებს და გაუწია რეკომენდაციები. ვიზიტის ბოლოს დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

29.11.2018

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *