დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე – განაცხადების მიღება დაიწყო

logo lakada.edu.ge

გაცნობებთ, რომ სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო განაცხადების მიღება „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დევნილს ან/და ეკომიგრანტს, რომელიც:

არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების 2013 და შემდეგი წლების კურსდამთავრებული;

ამავე წლების, სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებული ბენეფიციარი;

ფლობს პროგრამით განსაზღვრულ თვითდასაქმებად პროფესიას;

პროგრამის ფარგლებში, თვითდასაქმების მიზნით, დევნილს/ეკომიგრანტს შეუძლია მოითხოვოს სახელობო იარაღები, მაქსიმუმ 3 ნივთი, 2 000 ლარის ფარგლებში, ამასთანავე, ერთეულის ღირებულება უნდა იყოს მინიმუმ 150 ლარი.

პროგრამაში მონაწილეობისათვის, დაინტერესებულმა დევნილმა და ეკომიგრანტმა უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული საგრანტო განაცხადი და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს სააგენტოში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში, შემდეგ მისამართებზე:

  1. ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
  2. ქ. გორი, სამების ქუჩა N1;
  3. ქ. რუსთავი, კოსტავას N20 (მე-4 სართული, რუსთავის მერიის შენობა);
  4. ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27
  5. ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106

ან შევსებული და დასკანერებული სახით, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გააგზავნეთ სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge .

განაცხადები მიიღება 2021 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.

რაიმე დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:

სააგენტო: 032 2 14 02 41 / 032 2 14 02 43

კოლეჯი: 577 31 56 77 / 595 50 66 73

განაცხადის ფორმა

პროგრამა

პროგრამის დანართი N1

პროგრამის დანართი N2

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *