სსიპ პროფესიული კოლეჯი ,,ლაკადა” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ,,სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის კოორდინატორი“ მოთხოვნები: • 2D ან 3D პროგრამაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; • თანამედროვე დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება; • ქართული ენის მაღალ დონეზე და ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნა. • ჯგუფური მუშაობის უნარი; • ორგანიზებულობა; • კომუნიკაბელურობა; • პუნქტუალურობა. სასურველია: ელექტროინჟინერიის საწყისების ცოდნა და ამ მიმართულებით მარტივი პროექტების შექმნის გამოცდილება; მოვალეობები: • 2D და 3D ფაილების შესწორება, მომზადება. • ფაბლაბში მოსული მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა • სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობა • ლაბორატორიის აპარატურის ამუშავება და დანადგარებზე მომხმარებლების მომსახურება. • აპარატურის გაწმენდა-მოვლა; • ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა / განხორციელება, რაც მიმართული იქნება ფაბლაბებში სტუდენტთა ჩართულობისკენ; • ლაბორატორიის დანადგარებისა და იდეის შესახებ სტუდენტებისთვის პრეზენტაციისა და ტურის ჩატარება; • პროფესიული სასწავლებლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელება ლაბორატორიის სასწავლო პროცესებში გამოსაყენებლად; • ფაბლაბების ქსელთან კოორდინირებული მუშაობა. წარმოსადგენი დოკუმენტაცია; 1) CV; …

1983 წელს წალენჯიხის რაონი, სოფელ ფოცხოეწერში გაიხსნა 163-ე პროფტექნიკური სასწავლებელი. სასწავლებლის კურსამთავრებულები შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების შემდეგ საქმდებოდნენ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მშენებლობაზე, სადაც მათ ჰქონდათ პროფესიული წარმატებები. 1992 წლიდან სასწავლებელმა შეიცვალა ადგილმდებარეობა და ქ. ჯვარში ამჟამინდელ კოლეჯის შენობაში დამკვიდრდა. სასწავლებელი 1993 …

 კოლეჯი „ლაკადა“, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით უზრუნველყოფს სტუდენტთა პროფესიული განათლების მაღალი დონის მიღწევას რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. კოლეჯი ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებასა და დასაქმებაზე.