პროფესიული განათლების “ჰაკათონი” პროფესიულ სტუდენტთა მონაწილეობით “ინოვაცია, საუკეთესო იდეები, მაღალტექნოლოგიური მხარდაჭერა – შექმენი შენი მომავალი 21-ე საუკუნეში”.

2017 წლის 1 აპრილს თბილისის ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია “EUHack”-ის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ჰაკათონი ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობას იღებდა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების 40-მდე გუნდი.
ჯვარის პროფესიული კოლეჯიდან წარმოდგენილი იყო ორი გუნდი, რომელთაგან ერთი გუნდი ფინალში გადავიდა.

სსიპ პროფესიული კოლეჯის “ლაკადა” ადმინისტრაცია და მასწავლებლები წარმატებას უსურვებენ გუნდს “ნიუსი”.

ჰაკათონი არის მაღალტექნოლოგიური ინოვაციური იდეების კონკურსი, რომელიც პროფესიული სასწავლებლის კოლეჯების სტუდენტების ჩართულობას, ინოვაციური იდეების გენერირებასა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may use these HTML tags and attributes:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>