ვაკანსია

სსიპ პროფესიული კოლეჯი ,,ლაკადა” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:
,,სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის კოორდინატორი“

მოთხოვნები:
• 2D ან 3D პროგრამაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• თანამედროვე დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
• ქართული ენის მაღალ დონეზე და ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნა.
• ჯგუფური მუშაობის უნარი;
• ორგანიზებულობა;
• კომუნიკაბელურობა;
• პუნქტუალურობა.
სასურველია:
ელექტროინჟინერიის საწყისების ცოდნა და ამ მიმართულებით მარტივი პროექტების შექმნის გამოცდილება;

მოვალეობები:
• 2D და 3D ფაილების შესწორება, მომზადება.
• ფაბლაბში მოსული მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა
• სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობა
• ლაბორატორიის აპარატურის ამუშავება და დანადგარებზე მომხმარებლების მომსახურება.
• აპარატურის გაწმენდა-მოვლა;
• ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა / განხორციელება, რაც მიმართული იქნება ფაბლაბებში სტუდენტთა ჩართულობისკენ;
• ლაბორატორიის დანადგარებისა და იდეის შესახებ სტუდენტებისთვის პრეზენტაციისა და ტურის ჩატარება;
• პროფესიული სასწავლებლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელება ლაბორატორიის სასწავლო პროცესებში გამოსაყენებლად;
• ფაბლაბების ქსელთან კოორდინირებული მუშაობა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია;
1) CV;
2)განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3) სამოტივაციო წერილი;

დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველბს შეუძლიათ მიმართონ კოლეჯის ადმინისტრაციას სამუშაო დღეებში (შაბათ-კვირის გარდა) 9:30 საათიდან 18:30საათამდე.
მისამართი ქ.ჯვარი. ყაზბეგის ქუჩა N 2;
ტელ: 595 50 66 73; E-mail: teana@lakada.edu.ge

10.07.2018

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *