ვაკანსია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე

სსიპ კოლეჯი ,,ლაკადა“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების
სპეციალისტის პოზიციაზე.
სამსახურის ადგილმდებარეობა: ჯვარი , ყაზბეგის ქ. №2
სამუშაოს ტიპი: სრული
დგილების რაოდენობა: 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-კონტროლი გაუწიოს კოლეჯში შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმებისა და
წესების დაცვას;
-საფრთხის არსებობისას დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის
უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
-უზრუნველყოს, რომ ფიზიკურმა, ქიმიურმა და ბიოლოგიურმა საფრთხის შემცველმა
ფაქტორებმა დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა
და ჯანმრთელობას საშიშროება არ შეუქმნას;
-აღრიცხოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები, პროფესიული დაავადებების
შემთხვევები და საშიში შემთხვევები და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი
ინფორმაცია მიაწოდოს დასაქმებულს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელს;
-უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული
დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება;
-შეამოწმოს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა;
გააკონტროლოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და სხვა დამცავი
საშუალებების მოვლა-გასუფთავება, მათი სწორად გამოყენება;
-საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით შეამოწმოს,
გაზომოს და შეაფასოს საწარმოო გარემოს ფიზიკური და ქიმიური ფაქტორები;
-ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულებისთვის სწავლების (ტრენინგების) და
ინსტრუქტაჟის ჩატარება და მათ გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია: შრომის
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი და სხვა ნორმების და უსაფრთხო
შრომის პრინციპების შესახებ; სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, სამუშაო
ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციებისა და
სახელმძღვანელოების შესახებ; საგანგებო სიტუაციების, საევაკუაციო ღონისძიებების და
მათი განხორციელების შესახებ.
შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კონონით გათვალისწინებული
სხვა ღონისძიებების გატარება.

დამატებითი მოთხოვნ
უმაღლესი განათლება ან შესაბამისი პროფესიული განათლების
დამადასტურებელი სერთიფიკატი.

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის ან საერთაშორისო
სერტიფიკატის ფლობა;

სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
პიროვნული მოთხოვნები:
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები;
საქმიანი წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
დამატებითი ინფორმაცია:
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. CV (რეზიუმე);
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის ან საერთაშორისო
სერთიფიკატი.

ანაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 19 აგვისტო 2022 წ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ კოლეჯის
ადმინისტრაციას სამუშაო დღეებში (შაბათ-კვირის გრდა) 9:30 საათიდან 18:30
საათამდე.
მისამართი: ქ.ჯვარი. ყაზბეგის ქუჩა #2; E-mail; ssipjvari@gmail.com
ტელ: 595 50 67 32




სსიპ კოლეჯი ,,ლაკადა“ აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
სამსახურის ადგილმდებარეობა: ჯვარი , ყაზბეგის ქ. №2
სამუშაოს ტიპი: სრული
ადგილების რაოდენობა: 2
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
● ყოველდღიურად ასუფთავებს ადმინისტრაციულ ოთახებს და სასწავლო
გარემოს.
● ყოველკვირეულად ასუფთავებს საერთო სარგებლობის დერეფანს;
● ყოველთვიურად წმენდს კოლეჯის ფანჯრებს;
● კოლეჯის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უზრუნველსაყოფად იყენებს
სპეციალურ ჰიგიენურ საშუალებებს;
● ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორთან;
● კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც
გამომდინარეობს კოლეჯის ინტერესებიდან, არ ეწინააღმდეგება საქართველოს
კანონმდებლობას და კოლეჯის წესდებას.

დამატებითი მოთხოვნა
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

პიროვნული მოთხოვნები: 
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 19 აგვისტო 2022 წ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ კოლეჯის
ადმინისტრაციას სამუშაო დღეებში (შაბათ-კვირის გრდა) 9:30 საათიდან 18:30
საათამდე.
მისამართი: ქ.ჯვარი. ყაზბეგის ქუჩა #2; E-mail: ssipjvari@gmail.com
ტელ: 595 50 67 32

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *