საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების და ტრენინგისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზაცია (პროექტის მეორე ფაზა)

    გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, ახორციელებენ COVID 19-ის შემდგომი ხელშეწყობის პროგრამებს სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად აღჭურვილობისა და სხვა ინფრასტრუქტურის ნაკლებობის აღმოფხვის მიზნით საშემოდგომო მიღების სტუდენტთა გაორმაგებული რაოდენობისათვის. პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო პროგრამების განსახორციელებლად კოლეჯი აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. შეთავაზებული ინიციატივის მიზანია ხელი შეეწყოს სასოფლო-სამეურნეო განხრის პროფესიულ კოლეჯებს, რათა მათი სასწავლო გარემო აღჭურვილობითა და ვორქშოფებით მორგებული იყოს სასოფლო-სამეურნეო კურსებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, კოლეჯი „ლაკადა“-ს სტუმრობდნენ სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წალენჯიხის ფილიალის დირექტორი ნუგზარ კალანდია და სხვები.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *