2019 წლის  31 იანვარს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წალენჯიხის განყოფილების ახალგაზრდული სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის წარმომადგენლები გიორგი ფიფია და მღვდელი ილია სარია შეხვდნენ პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“ სტუდენტებს.  შეხვედრის მიზანი იყო, თანამშრომლობის საფუძველზე,  ახალგაზრდების ჩართვა რელიგიის, ხელოვნების, კულტურული და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტებში. სტუმრები ასევე დაინტერესდნენ  სამკერვალო ნაწარმის სპეციალობის სტუდენტის ნათია მუშუქიას ხელთნაკეთი ნივთებით  და შეპირდნენ ხელშეწყობას მათი პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში.