2019  წლის 17 იანვარს სსიპ პროფესიულ კოლეჯში „ლაკადა“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბრიტანეთის საბჭოს პროექტის „პროფესიულ კოლეჯებში ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესების“ ფარგლებში საგანმანათლბლო სისტემების განვითარების ბრიტანელი ექსპერტი ალან მაკკენიზი. მან შეხვედრა გამართა კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ინგლისური ენის პედაგოეგბთან და კოლეჯის სტუდენტებთან. ბრიტანელი ექსპერტის ვიზიტის მიზანი იყო ინგლისური ენის სწავლების პრობლემების კვლევა. ის დაესწრო ინგლისური ენის გაკვეთილებს და გასცა რეოკმენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების გაუმჯობესებას. დასასრულს სტუმარმა დაათვალიერა კოლეჯის ინფრასტრუქტურა და მიიღო ინფორმაცია კოლეჯის საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.