24-28 სექტემბერს  პროფესიულ კოლეჯში „ლაკადა“ ჩატარდა სტუდენტური დღეები, რომელიც  დატვირთული იყო სხვადასხვა სახის აქტივობებით: სპორტული შეჯიბრებებით. ინტელექტუალური თამაშებით. შემოქმედებითი ღონისძიებებით.

სტუდენტების ინიციატივით  27 სექტემბერს-სოხუმის დაცემის დღეს,  სტუდენტური დღეების მონაწილეები შეუერთდნენ რუხის ხიდთან გამართულ აქციას.

სტუდენტური დღეების დახურვის  ღონისძიება შედგა 28 სექტემბერს. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები და სტუდენტები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.