დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

განაცხადების მიღება 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამის თანახმად, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.

განაცხადების შევსება მიმდინარეობს სააგენტოში, მისამართზე – ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა. ასევე შესაძლებელია სკანირებული განაცხადის (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) გამოგზავნა სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე – info@livelihood.gov.ge

პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება, რომლითაც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე 500 – მდე დევნილმა ისარგებლა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://gov.ge/s/80cec

#დევნილებისთვის #პროფესიულიგანათლება