2018 წლის 30 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე სსიპ პროფესიულ კოლეჯში „ლაკადა“ 2018 წლის საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულთათვის გაიმართება ღია კარის დღე.

შეხვედრაზე აპლიკანტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას პროფესიული ტესტირებისა, ჩარიცხვის შემდგომი პროცედურების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საჭირო საკითხების შესახებ. ასევე გაეცნობიან კოლეჯის მიერ განხორციელებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს და სხვა.

სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პროფესიული ტესტების ნიმუშებს, ტესტირების პირობებსა და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.