14 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით პროფესიულ კოლეჯ “ლაკადაში” ტარდება ხელოვნების კვირეული, სადაც მონაწილეობას მიიღებენ კოლეჯის სტუდენტები.

წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი სტუდენტის ზაალ არქანიას ნამუშევრები. დაგეგმილია საღამოები, სადაც სტუდენტები საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ დამსწრეებს. ასევე, დადგამენ სცენებს ცნობილი ნაწარმოებებიდან, წაიკითხავენ ამონარიდებს. დასასრულს კი გაიმართება დისკუსია.

ხელოვნების კვირეული მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტებში არსებული შემოქმედების უნარის გაღვივებას, მათი ნიჭის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და თვითრეალიზაციის უნარის გამომუშავებას.