18 ივლისს, პროფესიული კოლეჯის “ლაკადა” სააქტო დარბაზში შედგა ხელოვნების კვირეულის დახურვა. მსმენელების წინაშე წარდგნენ შემოქმედი სტუდენტები. ისინი წარსდგნენ საკუთარი შემოქმედებით მსმნელითა წინაშე, შეეხნენ მათთვის მტკივნეულ თემებს – აფხაზეთი. წაიკითხეს დიდი ქართველი პოეტების – ვაჟა ფშაველა, ილია ჭავჭავაძე – ლექსები.

ელექტრიკოსის ჯგუფის სტუდენტმა – ვაჟა ქვაჩახიამ გააცნო მსმენელებს საკუთარი ხედვა ისეთ თემებზე, როგორიცაა “პოზიტიური განწყობის შენარჩუნება; როგორ განვივითაროთ პოზიტიური განწყობა?”, ასევე მონოლოგი დოსტოევსკის შემოქმედების მიხედვით. 
საღამო წარიმართა მყუდრო და საინტერესო გარემოში.