2018 წლის 24 თებერვალს, პროფესიული კოლეჯის “ლაკადა” ინფორმაციის ტექნოლოგიების მხარდამჭერი სპეციალისტების სუტუდენტების მიერ ჩატარდა ტრენინგ-შეხვედრა თემაზე: “ინტერნეტი 21-ე საუკუნის ნარკოტიკი”. თემა იყო აქტუალური და მოიცავდა თანამედროვე ტექნოლოგიების სარგებლობით დამოკიდებულ მომხმარებელთა პრობლემების მოგვარებას. თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ვიყოთ ნაკლებ დამოკიდებული თანამედროვე ტექნოლოგიებით? ტრენინგში ჩართული იყვნენ ჯვარის II და III საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. შეხვედრა საინტერესო და სასიამოვნო გარემოში შედგა. დღის ორგანიზატორი გახლდათ ამავე სპეციალობის პედაგოგი – თაბუკა ციმინტია, რომელიც სამომავლოდაც გეგმავს მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩატარებას ნებისმიერი პირისათვის, როგორც კოლეჯის სტუდენტებისათვის, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის.