მიმდინარე პროექტი
გაეროს განვითარების პროგრამასა და პროფესიულ კოლეჯ ,,ლაკადას’’ შორის 2016 წლის 8 აპრილს გაფორმდა შეთანხმება პროფესიული განათლებისა და ტრენინგმომსახურების შესრულების შესახებ, პროექტის სახელწოდება „საქართველოს ფორმალურ/არაფორმალურ პროფესიული განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის კავშირების გაღრმავება ცხოვრების მანძილზე სწავლების კონტექსტში“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო
1) მასწავლებელთა პროფესიული შესაძლებლობების ამაღლება
2) ზრდასრულთა პროფესიული მომზადება -მაღალი ძაბვის ელეტრიკოსი
3) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის -დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის მოდულების პილოტირება
მასწავლებელთა პროფესიული შესაძლებლობის ამაღლების მიზნით ქვემოთ ჩამოთვლილ სპეციალობებზე ჩატარდა ტრენინგები და შემუშავდა მოდულების მიხედვით გზამკვლევები.
1) დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი
2) ზეინკალ-სანტექნიკოსი
3) მიღება-განთავსების სპეციალისტი
4) შემდუღებელი
მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის სპეციალობაზე მომზადდა 15 მსმენელი.
დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის საპილოტე პროგრამაზე მომზადდა 10 მსმენელი .

