1983 წელს წალენჯიხის რაონი, სოფელ ფოცხოეწერში გაიხსნა 163-ე პროფტექნიკური სასწავლებელი.

სასწავლებლის კურსამთავრებულები შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების შემდეგ საქმდებოდნენ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მშენებლობაზე, სადაც მათ ჰქონდათ პროფესიული წარმატებები.

  1992 წლიდან სასწავლებელმა შეიცვალა ადგილმდებარეობა და ქ. ჯვარში ამჟამინდელ კოლეჯის შენობაში დამკვიდრდა.

      სასწავლებელი 1993 წელს გადაფუძნდა მრავალდარგოვან სახელმწიფო კოლეჯად. კოლეჯში მოწვეულმა კვალიფიციურმა

პედაგოგებმა და წარმატებულმა სასწავლო საქმიანობამ განაპირობა კოლეჯის კურსდამთავრებულთა წარმატებები.

2007 წელს აღნიშნული კოლეჯი გადაფუძნდა ჯვარის პროფესიული სწავლების ცენტრად ხოლო 2011 წლიდან ფუნქციონირებს როგორც სსიპ პროფესიული „ლაკადა“.  დღეს განახლებული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვილი აგრძლებს წარმატებულ საქმიანობას, რაც რეგიონის საზოგადოების პროფესიული დაკვალიანების მყარი გარანტიაა.კოლეჯი ამ ეტაპზე ახორციელებს შრომის ბაზარზე ორიენტირებულ მე-3 საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს: ინჟინერიის,ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებისა და ხელოვნების მიმართულებებით.პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის დიპლომი. კოლეჯი დარეგისტრირებულია იურიდიულ მისამართზე: ქ.ჯვარი, ყაზბეგისN 2