კოლეჯის ისტორია

სიპ  კოლეჯს „ლაკადა“ რამდენიმე ათეული წლის   მუშაობის გამოცდილება გააჩნია. ის დაარსდა 1983 წელს, როგორც პროფესიული ტექნიკური სასწავლებლი. არსებობის პერიოდში სტატუსი რამდენიმეჯერ შეიცვალა. კერძოდ,  1993 წელს მრავალდარგოვან სახელმწიფო კოლეჯად გადაკეთდა, 2007 წელს პროფესიული სწავლების ცენტრად. 2011 წლის მაისიდან კი ფუნქციონირებს, როგორც სსიპ პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“.    2019 წლიდან  ფუნქციონირებს, როგორც  სსიპ  კოლეჯი „ლაკადა“.

კოლეჯი ამ ეტაპზე ახორციელებს შრომის ბაზარზე ორიენტირებულ მრავალპროფილიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭება შესაბამისი  პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი  დიპლომი.

კოლეჯი  მდებარეობს  ოკუპირებული   აფხაზეთის  სასაზღვრო  ტერიტორიასთან, მისი ამოცანაა პროფესიული  განათლების  პროგრამის, მოკლე  ციკლის საგანმანათლებლო   პროგრამების,  პროფესიული   მომზადება – გადამზადების  პროგრამების  განხორციელება  და  მასში  როგორც  ადგილობრივი   ასევე  აფხაზეთის   ტერიტორიაზე  მცხოვრებთა  ჩართვა.

კოლეჯი  თავის  საქმიანობაში  ხელმძღვანელობს საქართველოს  კონსტიტუციით,  ,,პროფესიული  განათლების შესახებ’’  საქართველოს  კანონით, სხვა ნორმატიული  აქტებითა  და საკუთარი  წესდებით.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *