ფოტოკონკურსი
პროფესიული კოლეჯი „ლაკადას“
“ღონისძიებათა მომწყობი” ჯგუფი აცხადებს
ფ ო ტ ო კ ო ნ კ უ რ ს ს
თემაზე: „გაზაფხულის ერთი წამი…“
ფოტოები მიიღება: 11 მარტიდან 2 აპრილამდე
ფოტოკონკურის პირობები:
1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კოლეჯი „ლაკადას“ სტუდენტებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
2. ფოტო სურათი უნდა ეძღვნებოდეს გაზაფხულს თემას.
3. მიიღება ფოტოს ელექტრონული ვერსია.
4. ფოტო სურათების მიიღება: 11 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით.
5. თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს სამი ფოტო.
6. ფოტოზე არ უნდა იყოს გამოსახული ადამიანი.
7. ჟიური თითოეული კონკურსანტის სამი ფოტოდან შეარჩევს თითო საფინალო ფოტოს.
8. ფოტოები დაინომრება არ მიეთითება ავტორის სახელი, გვარი და ჟიურის წევრებს არ ეცოდინებათ კონკურსანტის ვინაობა.
9. გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
10. საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარადგინოთ კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტში, ღონსძიებათა მომწყობ ჯგუფში.
11. ჟიურის მიერ შერჩეული საფინალოო ფოტოები დაიბეჭდება A4 ფორმატზე
და კონკურსის დღეს გამოიფინება დარბაზში.
12. გამარჯვებული სურათები აიტვირთება კოლეჯის ვებგვერდზე.
გისურვებთ წარმატებებს!!!

