ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარება სსიპ კოლეჯში „ლაკადა“ — კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივისტი

წარმატებით განხორციელდა პროექტი – „ ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარება სსიპ კოლეჯში „ლაკადა“ — კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივისტი“  (ოქტომბერი- დეკემბერი 2023) რომელიც  დაფინანსებულია ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო და მისი  მიზანი იყო არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და სტუდენტების ჩართულობის გაზრდა. კოლეჯმა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შექმნა სივრცე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას ფორმალურის მიღმა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა კლუბები:

  • კინოკლუბი-რომლის ფარგლებში ბენეფიციარებმა ისწავლეს ფოტო-ვიდეო აპარატურასტან მუშაობა,  ვიდეომონტაჟი და შექმნეს კოლეჯის საიმიჯო მოკლემეტრაჟიანი  ვიდეოფილმი “თამამ მომავლისკენ“  . ჩატარდა შემეცნებითი ექსკურსია ქ.ბათუმში ხელოვნების უნივერსიტეტში.
  • ლიტერატურულ-შემეცნებითი კლუბის ფარგლებში მოეწყო ღია ბიბლიოთეკა, შეძენილ იქნა თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების წიგნები. ჩატარდა  ლიტერატურული შეხვედრები, კულტურული ღონისძიებები. გაიმართა  ექსკურსია ქ.თბილისში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
  • კლუბი აქტიური მოქალაქე – ტრენინგები ადამიანის უფლებებსა და მოქალაქეობრივ უნარებზე. ლიდერობაზე და სხვა.

პროექტში მონაწილეობდა პროფესიული სტუდენტები, თემის ახალგაზრდები და კურსდამთავრებულები. მათ შეიძინეს პრაქტიკული და სოციალური უნარები. გაჩნდა სტაბილური არაფორმალური განათლების მოდელი. ჩამოყალიბდა სტუდენტური ლიდერობა და კლუბური კულტურა

პროექტი ინკლუზიური იყო — უზრუნველყოფდა თანასწორ მონაწილეობას და შშმ პირების სრულფასოვან ჩართულობას.

კლუბები აგრძელებენ ფუნქციონირებას და გეგმავენ ახალ ინიციატივებს, რაც კოლეჯის პროფესიულ გარემოში მდგრადად ინტეგრირებულია.

პროექტმა ნათლად აჩვენა, რომ ახალგაზრდების გაძლიერება შესაძლებელია კულტურულ და არაფორმალურ გზებზე დაფუძნებული მიდგომებით.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *