სასწავლო ვიზიტი სლოვაკეთში – გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება

მიმდინარე წლის იანვრის თვეში კოლეჯის წარმომადგენელი თამარ სალია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სლოვაკეთში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და სასწავლო პროცესის განვითარების საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა.

ვიზიტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის მოლდოვიდან, პოლონეთიდან, კოსოვოდან, მონტენეგროდან, ალბანეთიდან, სერბიიდან, უნგრეთიდან და საბერძნეთიდან. მონაწილეები წარმოადგენდნენ როგორც საჯარო სექტორსა და პროფესიულ კოლეჯებს, ასევე კერძო სექტორს, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მრავალმხრივი გამოცდილებისა და ხედვების გაზიარებას.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, გაეცნენ მათ სასწავლო გარემოს, ინფრასტრუქტურას, სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და სტუდენტებზე ორიენტირებულ მიდგომებს. შეხვედრები გაიმართა ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან და სტუდენტებთან, რაც მნიშვნელოვანი იყო ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკული სწავლების ორგანიზებას, სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას, სასწავლო პროგრამების დაგეგმვასა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს. მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს კოლეჯში სასწავლო პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.

ვიზიტმა ასევე შექმნა საფუძველი სამომავლო პარტნიორობისთვის, ერთობლივი პროექტებისა და სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელებისთვის.

კოლეჯი აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და მუდმივად ზრუნავს სტუდენტებისთვის ხარისხიანი და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *