მიმდინარე პროექტი

გაეროს განვითარების პროგრამასა და პროფესიულ კოლეჯ ,,ლაკადას’’ შორის  2016 წლის 8 აპრილს გაფორმდა შეთანხმება  პროფესიული განათლებისა და ტრენინგმომსახურების  შესრულების შესახებ, პროექტის  სახელწოდება    „საქართველოს ფორმალურ/არაფორმალურ პროფესიული განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის კავშირების გაღრმავება ცხოვრების მანძილზე სწავლების კონტექსტში“, რომლის ფარგლებშიც   დაგეგმილი იყო

1)      მასწავლებელთა პროფესიული შესაძლებლობების ამაღლება

2)      ზრდასრულთა პროფესიული მომზადება -მაღალი ძაბვის ელეტრიკოსი

3)      პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამის -დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის   მოდულების პილოტირება

მასწავლებელთა პროფესიული შესაძლებლობის ამაღლების მიზნით ქვემოთ ჩამოთვლილ სპეციალობებზე ჩატარდა ტრენინგები და შემუშავდა მოდულების მიხედვით  გზამკვლევები.

1)   დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი

2)   ზეინკალ-სანტექნიკოსი

3)   მიღება-განთავსების სპეციალისტი

4)   შემდუღებელი

მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის  სპეციალობაზე    მომზადდა    15  მსმენელი.

დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის საპილოტე პროგრამაზე მომზადდა    10  მსმენელი .

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *