მასწავლებელთა საერთაშორისო ვიზიტები ლატვიის პარტნიორ საერთაშორისო დაწესებულებაში!
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში, სსიპ კოლეჯის „ლაკადა“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ელექტროობა“ პროგრამის ხელმძღვანელი მაგული მებონია საქართველოს პროფესიული მასწავლებლებთან ეღტად საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის Ventspils Tehnikums კოლეჯში.
აღნიშნული ვიზიტის მიზანი გახლდათ, პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური და დარგობრივი კომპეტენციების გაძლიერება საერთაშორისო გამოცდილების მიღების გზით.
ვიზიტის შემდგომ ქალბატომა მაგულიმ მიღებული გამოცდილება და შაბეჭდილებები გაუზიარა კოლეჯის ადმინისტრაციას, კოლეგებსა და სტუდენტებს.
ასევე მშენებლობის დარგის მიმართულებით, ამ ვიზიტში მონაწილეობდა სსიპ კოლეჯის ,,ლაკადა” სამშენებლო მიმართულების პროფესიული მასწავლებელი: კახაბერ ახალაია
Vidzemes Tehnoloģiju un dizaina tehnikums -ის პარტნიორ პროფესიულ კოლეჯში მასწავლებლებმა ადგილზე იხილეს სასწავლო პროცესი, გაიცნეს ადგილობრივი კოლეგები და გაიზიარეს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები.