მეწარმეობის უნარების განვითარება სოციალური მედიის ეფექტური გამოყენებით

სსიპ კოლეჯი „ლაკადა“ 2025 წლის იანვრიდან,  მაისამდე ახორციელებს პროფესიული უნარების მიერ დაფინანსებ პროექტს  — „მეწარმეობის უნარების განვითარება სოციალური მედიის ეფექტური გამოყენებით“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მეწარმეობრივი აზროვნების გაღვივებას და ციფრული ტექნოლოგიების, განსაკუთრებით სოციალური მედიის, პრაქტიკული გამოყენების სწავლებას.

პროექტის ბენეფიციარები არიან პროფესიული სტუდენტები, კურსდამთავრებულები და თემის ახალგაზრდები, რომელთაც სურთ საკუთარი იდეების გადაქცევა მცირე ბიზნესად. ისინი სწავლობენ, როგორ შექმნან და განავითარონ ბრენდი, როგორ იპოვონ თავიანთი აუდიტორია ონლაინ სივრცეში, როგორ წარადგინონ პროდუქტი სოციალური პლატფორმების მეშვეობით და როგორ გამოიყენონ ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტები წარმატებისთვის.

პროექტი ხორციელდება კოლეჯის ბაზაზე არსებულ — „სტუდენტურ ჰაბში“, რომელიც შეიქმნა ამავე პროექტით და  ეს არის ახალგაზრდებისთვის ახალი მრავალფუნქციური გარემო, სადაც სწავლა, განვითარება და ინიციატივები ერთიანდება.

სტუდენტური ჰაბი აღიჭურვა თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკური რესურსებით: სივრცის მოწყობა ეფუძნება იდეას, რომ ახალგაზრდებს სჭირდებათ თავისუფალი, არაოფიციალური გარემო, სადაც შეძლებენ სწავლის პროცესში ინიციატივების წარმოჩენასაც.

მონაწილეები გადიან ტრენინგებს მეწარმეობასა და ციფრულ კომუნიკაციაში, მუშაობენ საკუთარ იდეებზე, ქმნიან ბრენდირებულ გვერდებს, ამზადებენ კონტენტს და ეუფლებიან მეწარმეობის თანამედროვე უნარებს პრაქტიკულად.

ინტენსიური სწავლების პარალელურად, ისინი სტუმრობენ ადგილობრივ წარმატებულ მეწარმეებს, ისმენენ რეალურ გამოცდილებებს და ხდებიან ინოვაციური თემის წევრები.

პროექტის ბოლოს დაგეგმილია პრეზენტაცია, სადაც ბენეფიციარები წარადგენენ საკუთარ შედეგებს — იქნება ეს სოციალური გვერდი, ბრენდის პროტოტიპი, ვიდეოკონტენტი თუ მცირე მარკეტინგული კამპანია. ღონისძიება გახდება შთაგონება სხვა ახალგაზრდებისთვისაც, რომლთაც აქვთ იდეა, მაგრამ არ იციან საიდან დაიწყონ.

ეს პროექტი ადასტურებს, რომ პროფესიული განათლება არ არის მხოლოდ დიპლომი — ის არის შესაძლებლობა, თვითგამოხატვა და გზა რეალურ წარმატებამდე.

 

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *