სსიპ კოლეჯის „ლაკადა“ პირველი თანამშრომლობა ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში.
პროექტის “INVEsT in you: promote international traineeship programs for Armenian, Georgian and Moldovan students in Central Europe (IN-VET)” ფარგლებში, პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კულინარიის ხელოვნება“ სტუდენტი ელენე ჭკადუა 2024 წლის 3 ივლისიდან 17 სექტემბრამდე იმყოფება უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში.
სტუდენტმა გაიარა სტაჟირება მსოფლიოში ცნობილი სასტუმროს ქსელში — Danubius Radisson Blu, სადაც მონაწილეობდა სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ორგანიზებულ ყველა ძირითად პროცესში. ელენეს საშუალება მიეცა დაკვირვებოდა ევროპული მასშტაბის მომსახურების სტანდარტებს, გაეღრმავებინა პროფესიული უნარები და ემუშავა მრავალფეროვან კულტურულ გარემოში.
უცხო ქვეყანაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ელენეს, რომ მომავალში ჩამოყალიბდეს როგორც კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კადრი.
ეს გამოცდილება არამხოლოდ ინდივიდუალურ განვითარებას ემსახურება, არამედ ხელს უწყობს მთელი კოლეჯის პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას და სტუდენტების მოტივაციას საერთაშორისო შესაძლებლობების გამოყენებისთვის.