ხის მხატვრული დამუშავების მასწავლებლების სასწავლო ვიზიტი გერმანიაში
სსიპ კოლეჯი „ლაკადა“ აგრძელებს თანამშრომლობას გერმანულ პარტნიორ ორგანიზაციასთან Eberhard-Schöck-Stiftung-თან და აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების პროცესში.
პროექტის ფარგლებში, კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამის „ხის მხატვრული დამუშავება “ პროფესიული მასწავლებლები მალხაზ ცხადაია და ბესიკ ხუბუტია გერმანიის ქალაქ ლაიფციგში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო თანამედროვე ხის დამუშავების ტექნოლოგიების გაცნობა და მათი პრაქტიკაში ინტეგრაციის შესაძლებლობების შესწავლა. მასწავლებლებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სასწავლო ბაზები, გაცნობოდნენ პროფესიული განათლების გერმანულ მოდელს, დასწრებოდნენ სასწავლო პროცესს და კოლეგებთან გაეზიარებინათ გამოცდილება.
ასეთი ტიპის ვიზიტები მნიშვნელოვანწილად ამდიდრებს პროფესიულ პროგრამებს საქართველოში, უზრუნველყოფს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას და ხელს უწყობს ევროპული სტანდარტების ეტაპობრივ დანერგვას პროფესიულ სწავლების პროცესში