ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია “EUHack”-ის ორგანიზებით, “პროფესიული განათლების ჰაკათონი”-ის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია “EUHack”-ის ორგანიზებით, “პროფესიული განათლების ჰაკათონი”-ის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა.

პროექტის მიზანი იყო, კრეატიული აზროვნების განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ცნობადობის ამაღლება და სტარტაპ კომპანიების ფორმირება პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე.

ჰაკათონში მონაწილეობდნენ განათლების სამინისტროს 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, რომლებმაც მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტები ფაბლაბების ბაზაზე შექმნეს. საქართველოში 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიიდან 14 სწორედ პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე მოქმედებს.

სამი კვირის განმავლობაში გუნდებმა გამოიყენეს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში არსებული დანადგარები (ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, პროგრამირებადი ჩარხი და ა.შ.) და შექმნეს მაღალტექნოლოგიური პროექტები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვა მრავალი მიმართულებით. დასკვნით ეტაპზე გუნდები კომპეტენტური ჟიურის წინაშე შექმნილი პროექტებით წარდგენენ.

სწორედ, ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებაზე მიიღო მონაწილეობა 2017 წლის 23 აპრილს სსიპ პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“ გუნდმა „ნიუსი“. (მენტორები – „ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდამჭერი სპეციალისტის“ პედაგოგები – თაბუკა ციმინტია და ნენე ქუხილავა, სტუდენტები: რომეო ჭითანავა („ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდამჭერი სპეციალისტი“), ნათია კვარაცხელია („ექთნის თანაშემწე“), დიანა კვარაცხელია („ექთნის თანაშემწე“), მირანდა ქუხილავა („ექთნის თანაშემწე“).

კოლეჯის დირექცია წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს ფინალში მონაწილე გუნდს შემდგომ საქმიანობაში.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *