კრებული “ნაფერები ჰანგები”-ს პრეზენტაცია
2015 წლის 24 ივნისს ქ.ჯვარის კულტურის სახლში გაიმართა ლექსების კრებულის „ნაფერები ჰანგების“ პრეზენტაცია.
ლექსების კრებული „ნაფერები ჰანგები“ შეიქმნა სსიპ ჯვარის პროფესიულ კოლეჯ „ლაკადას“ ღონისძიებათა მომწყობი ჯგუფისა და ქ.ჯვარის კულტურის სახლის მიერ განხორციელებული პროექტის („ჯვარელი ქალბატონების ლექსების კრებულის გამოცემა“) ფარგლებში.
პროექტის მიზანი იყო ჯვარელი ქალბატონების საინტერესო და თემატურად მრავალფეროვანი შემოქმედების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.
კრებულში „ნაფერები ჰანგები“ შევიდა – ეკა სხილაძის, ნინო ჟღენტის, მიმოზა ნარმანიას, ლალი თოდუას, მარინა უბილავას, ეკა ზარანდიას, ნანა გუგუჩიას, მადონა ჯოჯუას ლექსები.
კრებულზე მუშაობდნენ: პროფესიული კოლეჯი „ლაკადას“ ღონისძიებათა მომწყობი ჯგუფის პროფესიული სტუდენტები: ელენე გვიჭიანი, ელენე ჭკადუა, ნინო ღვინჯილია, მაია კვარაცხელია, ქრისტინე ლემონჯავა, ჯინა ფიფია, ქეთევან ჩარკვიანი. ჯგუფის ხელმძღვანელი: კოლეჯი „ლაკადას“ ღონისძიებათა მომწყობი ჯგუფის მასწავლებელი, ქ.ჯვარის კულტურის სახლის ღონისძიებათა მომწყობი სპეციალისტი ნენე ქუხილავა.
კრებულზე მომუშავე ჯგუფი თანადგომისთვის მადლობას გადაუხდის: კოლეჯ „ლაკადას“ დირექტორს, დარეჯან ფიფიას; ქ.ჯვარის კულტურის სახლის დირექტორს, ეთერ (ბაია) ქარდავას; ქ.ჯვარის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს, მზია ქარდავას, ჯვარის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ნინო გაბულდას; ჩქვალერის საჯარო სკოლის მასწავლებელს; მარინე (ლელა) კვარაცხელიას; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების უფროსს, ზურაბ სამუშიას.


