მზადება კრებულის გამოცემისთვის
სსიპ პროფესიული კოლეჯი „ლაკადა-ს“ ღონისძიებათა მომწყობის სპეციალობის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან ქ.ჯვარის კულტურის სახლში და მუშაობენ პროექტზე – ქ.ჯვარისა და მიმდებარე სოფლების პოეტი ქალების მოძიება, მათი ნამუშევრების შეკრება, ლექსების კრებულის გამოცემა. კრებულის პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში შექმნილია კომპეტენენტური კომისია რომელიც მუშაობს კრებულისთვის ლექსების შერჩევაზე.
4 ივნისს ქ.ჯვარის კულტურის სახლში გაიმართა კომისიის წევრების: ეთერ ქარდავას, დარეჯან ფიფიას, ნინო გაბულდანის, მარინე კვარაცხელიას, მზია ქარდავას, ზურაბ სამუშიას მუშა შეხვედრა. კომისია გაეცნო პოეტი ქალების შემოქმედებას , კრებულისთვის შეირჩა ლექსები და კონსულტაცია გაეწიათ პრაქტიკანტებს.


