სოფლის მეურნეობის დარგების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა USAID -ის პროექტი ზრდა საქართველოში წარმომადგენლებთან

29.06.2018

2018 წლის 29 ივნისს პროფესიულ კოლეჯში „ლაკადა“ სამომავლოდ სოფლის მეურნეობის დარგების დანერგვასთან დაკავშირებით შედგა შეხვედრა USAID -ის პროექტი ზრდა საქართველოში წარმომადგენლებთან, რომელიც აცხადებს საგრანტო კონკურსს ბოსტნეულის, მარწყვისა და მწვანილის სასათბურე წარმოების განვითარების მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის სამიზნე თემებში. დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საგრანტო კონკურსისა და ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრა იყო ინტერაქტიული და მიმდინარეობდა კითხვა – პასუხის რეჟიმში.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *