კოლეჯის მისია
მისია
კოლეჯის მისიაა რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით მიაწოდოს მრავალპროფილური და ხარისხიანი პროფესიული განათლება. კოლეჯი ორიენტირებულია შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალისტების მომზადებაზე, რომლებიც წარმატებულად დასაქმდებიან დახელს შეუწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებ
ხედვა
2027 წელს წარმოადგენდეს მოქნილ საგანმანთლებლო დაწესებულებას, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საგანამანთლებლო პროგრამებით, რომელიც წამყვანი იქნება რეგიონში, ექნება მაღალი ნდობა და აღიარება. სადაც ყველა სტუდენტი შეძლებს პიროვნულ და პროფესიულ ზრდას, გახდება წარმატებული ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
ღირებულებები
კოლეჯის საქმიანობა ეფუძნება ძირითადი ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს მის უნიკალურობას და გამორჩეულობას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან:
- კოლეჯი მუდმივად აუმჯობესებს სწავლების მეთოდებს და უზრუნველყოფს განათლების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.
- განათლების პროცესში კოლეჯი უზრუნველყოფს ობიექტურობას, გამჭვირვალობას და სამართლიან მიდგომას.
- კოლეჯი პასუხისმგებლობით ეკიდება სტუდენტების მომზადებასა და დასაქმების ხელშეწყობას.
- წარმატების მთავარი ფაქტორი მომხმარებელზე, სტუდენტებსა და დამსაქმებლებზე ორიენტირებული კოლაბორაციაა.
- კოლეჯის ძირითადი პრიორიტეტი მუშაობის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიონალების მომზადებაა.
- კოლეჯი ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს ყველა სოციალური ფენისთვის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორაზე მცხოვრები პირებისთვის.
- კოლეჯი აქტიურად იღებს მონაწილეობას განათლების სისტემის გაუმჯობესებაში და ერგება თანამედროვე გამოწვევებს.
