2019 წლის 9 ივლისს სსიპ კოლეჯში ,,ლაკადა” სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი, თემაზე: ,,პროექტის წერა” .
ტრენინგს უძღვებოდნენ ახალგაზრდული მუშაკთა სკოლის მონაწილეები, რომელიც ორგანიზებული იყო პროექტის “საქართველოს სოფლებში ახალგაზრდული მუშაობის გაძლიერება ევროკავშირთან თანამშრომლობის გზით” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია Erasmus+ Capacity building in field of youth პროგრამით. პროექტს კი ახორციელებს, ასოციაცია “მერკური” (Association “Merkuri”).
ტრენინგის მიზანი იყო, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება არაფორმალური განათლების გზით.