კვლევა სპეციალობების მიხედვით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით პროფესიულ სასწავლებლებში  ტარდება კვლევა სპეციალობების მიხედვით. ამჯერად კვლევა ჩატარდა კონდიტერის სპეციალობის სტუდენტებზე.

2014 წლის 17 დეკემბერს პროფესიულ კოლეჯ „ლაკადას“ ესტუმრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალებით პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის წალენჯიხის ცენტრის სპეციალისტი ბ-ნ გურამ კვიკვინია. ბ-ნ გურამი გაესაუბრა სტუდენტებს და ჩაატარა წერილობითი ანონიმური გამოკითხვა.

მსგავსი კვლევები ხელს შეუწყობს პროფესიული სასწავლებლების მდგომარეობის დადგენასა და მის სამომავლო განვითარებას, პრობლემებისა და საჭიროებების დადგენას.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *