პროფესიულ კოლეჯ „ლაკადამ“ მიიღო მონაწილეობა ჯვარის კულტურის სახლის მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

26 მაისს პროფესიულ კოლეჯ „ლაკადამ“  მიიღო მონაწილეობა ჯვარის კულტურის სახლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში

26 მაისს პროფესიულ კოლეჯ „ლაკადამ“  მიიღო მონაწილეობა ჯვარის კულტურის სახლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ნამუშევრის გამოფენას. წარმოდგენილ იქნა ყველა სასწავლო ჯგუფის ნამუშევრები.

ღონისძიებას დაესწრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების წარმომადგენლები და ქ. ჯვარის საზოგადოება. გამგებელი ბატონი გოგა გულორდავა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია, წალენჯიხის კულტურის ცენტრის დირექტორი ბატონი ლევან ქარდავა  და სხვა წარმომადგენლები.

პროფესიული კოლეჯის სტუდენტების ნამუშევრებმა მოსახლეობის დიდი მოწონება დაიმსახურა.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *