სკოლების ვიზიტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის წალენჯიხის ცენტრის სპეციალისტი ბ-ნ გურამ კვიკვინიას ორგანიზებით პროფესიულ კოლეჯ „ლაკადას“ ესტუმრნენ ჯგალის თემის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები. ისინი ადგილზე გაეცნენ კოლეჯს. დაათვალიერეს სასწავლო თეორიული და პრაქტიკული ლაბორატორიები. შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე ენახათ სასწავლო პროცესი.

დაესწრნენ ღონისძიებათა მომწყობის ჯგუფის პრაქტიკულ გაკვეთილს, სადაც სტუდენტებს მომზადებული ჰქონდათ პრეზენტაცია ღონისძიების მოწყობისა და დაგეგმარების შესახებ. დაათვალიერეს თექის, კონდიტერის, ელექტრიკოსის სახელოსნოები. დააგემოვნეს კონდიტერის სპეციალობის სტუდენტების ნამუშევარი. პირადად დაესწრნენ ელექტრიკოსის სპეციალობის პრაქტიკულ მეცადინეობას. მოსწავლეებს საშუალება ქონდათ კითხვა – პასუხის რეჟიმში გაცნობოდნენ მიმდინარე სასწავლო პროცესს. მათ მიიღეს ამომწურავი პასუხები. მოსწავლეებმა კოლეჯი დატოვეს პოზიტიური შთაბეჭდილებით.

აღნიშნული ვიზიტები, ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას თემში და გაზრდის კოლეჯის ცნობადობას ადგილობრივ მუნიციპალიტეტში.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *