ტექნოლოგიების და მეწარმეობის ტრენინგი ზუგდიდში

36 საათიანი ტრენინგი ეფუძნება კორპორაცია “ინტელის” მიერ შემუშავებულ კურსს და განკუთვნილია 16-25 წლამდე ახალგაზრდებისთვის. ტრენინგი დაიწყება 2017 წლის დეკემბერში; ტრენინგის სესიები ჩატარდება კვირაში ერთხელ 2.5 საათის მანძილზე.

ტრენინგი მოიცავს მეწარმეობის საბაზო საკითხებს, რომლის შესწავლის პროცესში მსმენელი დაეუფლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას. კურსში განხილულია ბიზნეს იდეების გენერირების, ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ბიზნეს გეგმის შემუშავების ძირითადი ასპექტები.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდა მეწარმეობისათვის” ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში მეწარმეობისა და ტექნოლოგიების კურსზე დასწრება უფასოა.
კურსის მსმენელი შესაძლებელია იყოს:
• საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლე
• საშუალო პროფესიული-ტექნიკური სასწავლებლის მოსწავლე ან კურსდამთავრებული
• აბიტურიენტი
• მეწარმე ან დამწყები ბიზნესმენი
• მოხალისე
• დროებით უმუშევარი
ტრენინგის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. ტრენინგის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო ბიზნეს-გეგმების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაში თბილისში.
ტრენინგში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინტერნეტ-სააპლიკაციო ფორმის შევსება 17 დეკემბრის ჩათვლით. ფორმა მოცემულია ბმულზე:

ზუგდიდის ტექნოპარკის  სარეგისტრაციო ფორმა
ფასილიტატორი დათო მალანია

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *