შეხვედრა წარმატებულ ადამიანთან
2018 წლის 12 ივლისს კოლეჯის „ლაკადა“ სტუდენტებს შეხვდა საწარმოო პრაქტიკის ობიექტის ხელმძღვანელი მომსახურების სფეროს მიმართულებით, კოლეჯის კურსდამთავრებულთა პოტენციური დამსაქმებელი, ჯვარის მაღაზიათა ქსელის „კიტ-ფუდის“ დამფუძნებელი ქალბატონი ნენე კიტია. მან ისაუბრა ბიზნესში განვლილ ეტაპებზე და ზოგადად მისი წარმატების საიდუმლოზე.
ქ-ნ ნენე ძალიან გულახდილად და ღიად პასუხობდა შეკითხვებს. მან მისცა რჩევები კოლეჯის სტუდენტებს და უსურვა წარმატებები მომავლის სწორად წარმართვაში.