სსიპ პროფესიული კოლეჯი „ლაკადა-ს“ ღონისძიებათა მომწყობის სპეციალობის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან ქ.ჯვარის კულტურის სახლში და მუშაობენ პროექტზე – ქ.ჯვარისა და მიმდებარე სოფლების პოეტი ქალების მოძიება, მათი ნამუშევრების შეკრება, ლექსების კრებულის გამოცემა. კრებულის პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში შექმნილია კომპეტენენტური კომისია რომელიც მუშაობს …
2015 წლის 24 ივნისს ქ.ჯვარის კულტურის სახლში გაიმართა ლექსების კრებულის „ნაფერები ჰანგების“ პრეზენტაცია. ლექსების კრებული „ნაფერები ჰანგები“ შეიქმნა სსიპ ჯვარის პროფესიულ კოლეჯ „ლაკადას“ ღონისძიებათა მომწყობი ჯგუფისა და ქ.ჯვარის კულტურის სახლის მიერ განხორციელებული პროექტის („ჯვარელი ქალბატონების ლექსების კრებულის გამოცემა“) ფარგლებში.
2015 წლის 20 მარტს პროფესიული კოლეჯი “ლაკადა”-ს სტუდენტები შეუერთდნენ აქციას “მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!” და ამით შეუერთდნენ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს!
2015 წლის 5 ივლისს ქ, ჯვარში, სსიპ პროფესიულ კოლეჯ ,,ლაკადა”-ს ესტუმრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე და ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლები,რომლებმაც დაათვალიერეს სასწავლებელში მიმდინარე სამუშაოები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
ქ.ჯვარის კულტურის ცენტრში 26 მაისს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძვნილი ღონისძიება, სადაც მონაწილეობას ღებულობდა პროფესიული კოლეჯი ,,ლაკადა” . გაიმართა სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.
22 აპრილს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა და კოლეჯი „ ლაკადა“-ს დირექტორი დარეჯან ფიფია შეხვდნენ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი გახლდათ ზემოთხსენებულ კოლეჯში პრიორიტეტული პროფესიების დაფინანსება. შეხვედრაზე შეირჩა პრიორიტეტული პროფესია, როგორიცაა ზეინკალ-სანტექნიკოსი და ელექტრიკოსი. სწავლება ხელმისაწვდომი იქნება უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვისაც.
პროფესიული კოლეჯი „ლაკადას“ “ღონისძიებათა მომწყობი” ჯგუფი აცხადებს ფ ო ტ ო კ ო ნ კ უ რ ს ს
2015 წლის 14 თებერვალს გაიმართა გაკოლეჯის ღონისძიებათა ჯგუფის სტუდენტთა შემოქმედება ჯვარის კულტურის სახლში, სიყვარულის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.
2014 წლის 10 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმართა ტერენტი გრანელის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმი. ზეიმზე მოწვეულნი იყვნენ რაიონის ცნობილი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. პროფესიულმა კოლეჯ “ლაკადამ” მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ სახალხო ზეიმზე. გამოფენილ იქნა თექის ხელოსნის ჯგუფის ფარგლებში შექმნილი ნაწარმი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის წალენჯიხის ცენტრის სპეციალისტი ბ-ნ გურამ კვიკვინიას ორგანიზებით პროფესიულ კოლეჯ „ლაკადას“ ესტუმრნენ ჯგალის თემის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები. ისინი ადგილზე გაეცნენ კოლეჯს. დაათვალიერეს სასწავლო თეორიული და პრაქტიკული ლაბორატორიები. შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე ენახათ სასწავლო პროცესი.