1983 წელს წალენჯიხის რაონი, სოფელ ფოცხოეწერში გაიხსნა 163-ე პროფტექნიკური სასწავლებელი. სასწავლებლის კურსამთავრებულები შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების შემდეგ საქმდებოდნენ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მშენებლობაზე, სადაც მათ ჰქონდათ პროფესიული წარმატებები. 1992 წლიდან სასწავლებელმა შეიცვალა ადგილმდებარეობა და ქ. ჯვარში ამჟამინდელ კოლეჯის შენობაში დამკვიდრდა. სასწავლებელი 1993 …

 კოლეჯი „ლაკადა“, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით უზრუნველყოფს სტუდენტთა პროფესიული განათლების მაღალი დონის მიღწევას რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. კოლეჯი ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებასა და დასაქმებაზე.