პროფესიულ კოლეჯს ”ლაკადა” განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისაგან გადაეცა მადლობის სიგელი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის პროცესში ჩართულობისა და პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამასთან აქტიური თანამშრომლობის გზით პროფესიული განათლების რეფორმის მხარდაჭერისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სსიპ პროფესიულ კოლეჯ „ლაკადა“-ში სარემონტო სამუშაოები ინტესიურად მიმდინარეობს. რომლის მიმდინარეობასაც ადგილზე გაეცნო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა და კოლეჯის დირექტორი დარეჯან ფიფია. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროსტანდარტების დონეზე მოეწყობა. …

სსიპ პროფესიული კოლეჯი „ლაკადა-ს“ ღონისძიებათა მომწყობის სპეციალობის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან ქ.ჯვარის კულტურის სახლში და მუშაობენ პროექტზე – ქ.ჯვარისა და მიმდებარე სოფლების პოეტი ქალების მოძიება, მათი ნამუშევრების შეკრება, ლექსების კრებულის გამოცემა. კრებულის პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში შექმნილია კომპეტენენტური კომისია რომელიც მუშაობს …

2015 წლის 24 ივნისს ქ.ჯვარის კულტურის სახლში გაიმართა ლექსების კრებულის „ნაფერები ჰანგების“ პრეზენტაცია. ლექსების კრებული „ნაფერები ჰანგები“ შეიქმნა სსიპ ჯვარის პროფესიულ კოლეჯ „ლაკადას“ ღონისძიებათა მომწყობი ჯგუფისა და ქ.ჯვარის კულტურის სახლის მიერ განხორციელებული პროექტის („ჯვარელი ქალბატონების ლექსების კრებულის გამოცემა“) ფარგლებში.

2015 წლის 20 მარტს პროფესიული კოლეჯი “ლაკადა”-ს სტუდენტები შეუერთდნენ აქციას “მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!” და ამით შეუერთდნენ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს!  

2015 წლის 5 ივლისს ქ, ჯვარში, სსიპ პროფესიულ კოლეჯ ,,ლაკადა”-ს ესტუმრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე და ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლები,რომლებმაც დაათვალიერეს სასწავლებელში მიმდინარე სამუშაოები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.  

ქ.ჯვარის კულტურის ცენტრში 26 მაისს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძვნილი ღონისძიება, სადაც მონაწილეობას ღებულობდა პროფესიული კოლეჯი ,,ლაკადა” . გაიმართა სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.

22 აპრილს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა და კოლეჯი „ ლაკადა“-ს დირექტორი დარეჯან ფიფია შეხვდნენ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი გახლდათ ზემოთხსენებულ კოლეჯში პრიორიტეტული პროფესიების დაფინანსება. შეხვედრაზე შეირჩა პრიორიტეტული პროფესია, როგორიცაა ზეინკალ-სანტექნიკოსი და ელექტრიკოსი. სწავლება ხელმისაწვდომი იქნება უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვისაც.

2015 წლის 14 თებერვალს გაიმართა გაკოლეჯის ღონისძიებათა ჯგუფის სტუდენტთა შემოქმედება ჯვარის კულტურის სახლში, სიყვარულის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.