2014 წლის 10 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმართა ტერენტი გრანელის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმი. ზეიმზე მოწვეულნი იყვნენ რაიონის ცნობილი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები.  პროფესიულმა კოლეჯ “ლაკადამ” მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ სახალხო ზეიმზე. გამოფენილ იქნა თექის ხელოსნის ჯგუფის ფარგლებში შექმნილი ნაწარმი. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის წალენჯიხის ცენტრის სპეციალისტი ბ-ნ გურამ კვიკვინიას ორგანიზებით პროფესიულ კოლეჯ „ლაკადას“ ესტუმრნენ ჯგალის თემის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები. ისინი ადგილზე გაეცნენ კოლეჯს. დაათვალიერეს სასწავლო თეორიული და პრაქტიკული ლაბორატორიები. შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე ენახათ სასწავლო პროცესი.

18 სექტემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობით მოეწყო გამოფენა. ქ. წალენჯიხის ცენტრალურ პარკში გამოიფინა წალენჯიხელ  შემოქმედთა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით პროფესიულ სასწავლებლებში  ტარდება კვლევა სპეციალობების მიხედვით. ამჯერად კვლევა ჩატარდა კონდიტერის სპეციალობის სტუდენტებზე.

26 მაისს პროფესიულ კოლეჯ „ლაკადამ“  მიიღო მონაწილეობა ჯვარის კულტურის სახლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში

18 ივლისს, პროფესიული კოლეჯის “ლაკადა” სააქტო დარბაზში შედგა ხელოვნების კვირეულის დახურვა. მსმენელების წინაშე წარდგნენ შემოქმედი სტუდენტები. ისინი წარსდგნენ საკუთარი შემოქმედებით მსმნელითა წინაშე, შეეხნენ მათთვის მტკივნეულ თემებს – აფხაზეთი. წაიკითხეს დიდი ქართველი პოეტების – ვაჟა ფშაველა, ილია ჭავჭავაძე – ლექსები.

სასწავლო პროგრამები    1. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი 2.  კონდიტერი 3. ფილამწყობი 4.  ელექტროობა 5. ზეინკალ-სანტექნიკოსი 6. ექთნის თანაშემწე 7. ინფორმაციის ტექნოლოგია